ალექსანდრე იაშვილი – სომხეთთან რთული მატჩები გველის და „დინამო არენაზე“ დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს

Published:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და „დინამო არენაზე“ დაბრუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მარტის თამაშები მნვნელოვანია, რადგან გვსურს, B დივიზიონში დავრჩეთ. სომხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე გვყავს და რთულ თამაშებს ველით. ჩვენთვის „დინამო არენაზე“ თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს, სადაც საბერძნეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ პირველად ვითამაშებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები ერთმანთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გაიხსენეთ, 2023 წელს შოტლანდიასთან ეროვნული ნაკრების მატჩის მეორე დღეს, ცხრა მოთამაშე ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. იმის თქმა მსურს, რომ  21-წლამდელთა გუნდი სანაკრებო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდება. 20 მარტს შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო 23-ში – თბილისში. მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img