ადვოკატი – გიორგი ჩიკვაიძე თავს მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას

Published:

გიორგი ჩიკვაიძე თავს მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას,- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა, თემურ ადონიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„შიმშილობა აქვს გამოცხადებული, შესაბამისად, თავს სუსტად გრძნობს. მესამე დღეა, რაც შიმშილობს, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. დღეს ვაპირებ მის მონახულებას, დამატებითი ინფორმაცია შემდგომში მექნება“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img