ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მზია ამაღლობელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 14:00 საათზე დაიწყება, სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი წარუძღვება.
სხდომაზე სასამართლო მხარეთა შუამდგომლობებს განიხილავს, ასევე, მხარეთა შესავალ სიტყვას მოისმენს.
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, მოსამართლე სალიხ შაინიძე, 17:30 საათზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
გამოძიება გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.