ჟურნალისტის და თსუ-ს სრული პროფერსორის, მარიამ გერსამიას ორგანიზაციის “მედიახმა” კვლევის პრეზენტაციას, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის.
თბილისში, 26 მარტს, “მედიახმა” კვლევას სახელწოდებით “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ მედიის, არასამთავრობო სექტორისა, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგენს.
გავრცელებული ინფორმაციით პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი.
ცნობისთვის, მარიამ გერსამია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია, მან საქმიანობა ეკა გიგაურთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” გააგრძელა.