აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ივანიშვილის “ბოდიშის მოხდის” განცხადებას ახსენებს

Published:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, აკრიტიკებს და უწყებას ოლიგარქ ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას, “ბოდიშის მოხდის” განცხადებას ახსენებს:

„ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის ფონზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ “საქართველოს მოუწევს ბოდიში მოიხადოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის და დასაჯოს ყოფილი მმართველი პარტია”, აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდა პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ამიერკავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებით.

თუმცა, პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ფორმულირებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ და არახელსაყრელ განცხადებებს, რომლებიც გახდა მოსაწყენი და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის.

აფხაზეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, თავი დაანებოს კონფრონტაციულ რიტორიკას, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, იმ პოლიტიკურ და სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც წარმოიშვა 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ.“, – აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამინისტრო. 
ცნობისთვის, ოკუპირებულ სოხუმში რუსეთიდან რეგულარული ფრენების დაწყება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. პირველი საცდელი ფრენა კი 7 თებერვალს შესრულდა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც აფხაზეთში ფრენებს შეასრულებს, დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img