კახეთის პოლიციამ ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია: წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის წინასწარ ახდენდა ადგილმდებარეობის შესწავლას.
 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-6
და 19-260 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img