საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
On Georgia's Day of National Unity, together with the 🇬🇪 people, we remember the tragic events of the Soviet military crackdown of 9 April 1989 and the restoration of Independence on 9 April 1991. 🇱🇹 stands with 🇬🇪 people as they continue the struggle for a European future! pic.twitter.com/8bkOiWXh22
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) April 9, 2025