საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრიფი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ქვეყანა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლდა.
დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი იყო 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერუნდუმი, რომლის მონაწილეთა თითქმის 100%-მა მხარი დაუჭირა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენას.