9 აპრილის მემორიალთან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს

Published:

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამჟამად მოქალაქეები სიტყვით გამოდიან და 9 აპრილს იხსენებენ.

მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ.

მათ მემორიალთან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართეს და საჯარო მოხელეებს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ მემორიალთან მისულიყვნენ. ისინი სკანდირებდნენ: “რუსებო, მონებო, წადით!”. პარლამენტთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img