ძიუდო | ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი იჭიდავებს

Published:

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ოთხი ქართველი იბრძოლებს.

81 კგ-ში ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პირველ შეხვედრაში პოლონელ დრიზმალსა და უკრაინელ კოლობოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

90 კგ-ში ორი ქართველი ძიუდოისტი იქნება – ლუკა მაისურაძის პირველი მეტოქე მოლდოველი მიხაილ ლატისევი იქნება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი ფინელ არტურ კანევეცს დაუპირისპირდება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მაისურაძე და ჯაბნიაშვილი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

ქალთა შორის 70 კგ-ში მარიამ ჭანტურია პირველ ორთაბრძოლას პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან გამართავს.

შეჯიბრების განრიგი:

25 აპრილი

კაცები – 81, 90 კგ

ქალები – 70 კგ

26 აპრილი

კაცები – 100, +100 კგ

ქალები – 78, +78 კგ

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img