მიხეილ ყაველაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა ვატიკანის საელჩოში სამძიმრის ჩანაწერი დატოვეს

Published:

დილიდან თბილისში წმინდა საყდრის სადესპანოში მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები მიდიან.

ვატიკანის საელჩოში 23 აპრილიდან სამძიმრის წიგნია გახსნილი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სამძიმრის ჩანაწერს ტოვებენ.

საელჩოში დღეს მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი მივიდნენ. წმინდა საყდრის სადესპანოში სამძიმრის გამოსაცხადებლად მივიდნენ ისრაელის, ბულგარეთისა და თურქმენეთის ელჩებიც. ვატიკანის ელჩმა, ანტე იოზიჩმა, მათ პაპი ფრანცისკეს მიერ აქ 2016 წელს ჩამოტანილი ვატიკანის ემბლემა დაათვალიერებინა და პაპის საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

დღესვე თბილისში, ქალწული მარიამის ზეცად ამაღლების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში პაპის სულის მოსახსენიებელი ლიტურგია აღევლინება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img