ისრაელის დარტყმებს ღაზაში სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა

Published:

ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათი ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიაში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაზე მიიტანა იერიში, რა დროსაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ანკლავის სხვადასხვა ნაწილში ისრაელის დარტყმებმა კიდევ 34 ადამიანი იმსხვერპლა.

ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ისრაელის დარტყმამ შენობის ზედა ნაწილი დააზიანა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img