მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- BBC-ის ცნობით, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალ იაროსლავ მოსკალიკის სახლთან მოხდა.