ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან – 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მეოთხედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმან ადამიანს აჯობა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სულამანიძემ ზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს აჯობა, რომელთანაც გასულ ზაფხულს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასანანი მარცხი განიცადა.
ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).