ვანკუვერის პოლიციამ ავტომობილის მძღოლს, რომელიც ხალხში შევარდა და 11 ადამიანი იმსხვერპლა, ბრალი წაუყენა

Published:

პოლიციამ კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 30 წლის კაი-ჯი ადამ ლოს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის რვა ეპიზოდში წაუყენა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ვანკუვერის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი ქალაქის მკვიდრია და პატიმრობაში რჩება.

შეგახსენებთ, ქუჩის ფესტივალის დროს მამაკაცი ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img