დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ სიგნალს კიევისგან ელოდება

Published:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის „გარკვეული ქმედებები“ უკრაინამ უნდა განახორციელოს.

პესკოვს შეკითხვა დაუსვეს, ვისგან ელის მოსკოვი სიგნალს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის.

„ყოველ შემთხვევაში, კიევიდან. კიევმა ამ მხრივ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. მათ მოლაპარაკებებზე კანონით აკრძალვა აქვთ დაწესებული. თუმცა, ჯერჯერობით ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებზე, რომ რუსეთმა უკრაინაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.

„იყო ასეთი სიტყვები. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. „აშშ-ის ძალისხმევა გრძელდება, პროცესის მშვიდობიან გზაზე გადასასვლელად“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა, „არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა“ მოლაპარაკებებისთვის „ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“.

„მცდელობები გრძელდება. ამ თემაზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, – თქვა პესკოვმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img