ვლადიმირ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

Published:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისს 00:00-მდე გაგრძელდება.

„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავ დღეებში – 7-8 მაისის შუაღამედან 10-11 მაისის შუაღამემდე – რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება.“ – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, კრემლში ადასტურებენ მზადყოფნას, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img