ბრიტანელი პარაოლიმპიელი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა

Published:

ბრიტანელი პარაოლიმპიელი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სპორტსმენის მეგობრები და ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოებში დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სემ რუდოკი, შეერთებულ შტატებში WrestleMania-ის ღონისძიების საყურებლად გაემგზავრა და ის ბოლოს 16 აპრილს ნახეს.სპორტსმენის ახლო მეგობრის, ლუსი ჰეტონის თქმით, ის ბოლო დროს “სრულ ჭკუაზე არ იყო”.ლინკოლნშირის პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკარგული მამაკაცის საქმეზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.”ჩვენ მხარს ვუჭერთ ლას-ვეგასში დაკარგული ბრიტანელის ოჯახს და კონტაქტში ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img