წინასწარი მონაცემებით, კანადაში საპარლამენტო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს

Published:

კანადაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ხელმძღვანელობით „ლიბერალური პარტია ლიდერობს.   თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა მოაგროვოს. იუწყება Reuters

ლიბერალებს თემთა პალატაში 343 ადგილიდან 172-ის მოპოვება სჭირდებათ, რათა უმრავლესობის ჩამოყალიბება მცირე პარტიების მხარდაჭერის გარეშე შეძლონ.

ლიბერალები ლიდერობენ 161 ოლქში, თუმცა ხმების დათვლა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ხმის მიცემა ბოლოს დასრულდა, შეიძლება გადაწყდეს, შეძლებენ თუ არა ლიბერალები უმრავლესობით მთავრობაში მოსვლას. თუმცა, ადგილობრივი მედიის პროგნოზებით, ლიბერალები ამის მიღწევას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ.

ლიბერალები ბოლო პარტიაა, რომელმაც კანადაში ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო, რაც მათ 2004 წლიდან მოყოლებული აქვთ.

არც კარნის და არც კონსერვატიული პარტიის ლიდერს, პიერ პუალიევრს, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარიჯერ  არ გაუკეთებიათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img