პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში მივიდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცქიტიშვილის მეუღლე წერს.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ცნობებით, სახლის ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი სახლთან გააჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონიც ჩამოართვეს. რის შემდეგაც განუმარტეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისი სახლიც უნდა გაეჩხრიკათ.
შეგახსენებთ. დღეს დილიდან ჩხრეკაზე მივიდნენ მარიამ ბაჯელიძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც.