მაღაროელების თქმით, გუშინ, გვიან ღამით პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს | ჭიათურაში აქცია მიმდინარეობს

Published:

მაღაროელების განცხადებით, წუხელ, 03:00-ზე პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. დაკავებულები არიან გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. მათგან 3-ს დაკავება საპროტესტო კარვიდან მოხდა.

როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პროტესტის მონაწილეები დილიდან ჭიათურაში აქციას მართავენ და თანამოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, მაღაროების მმართველმა კომპანია “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” ჭიათურაში კომპანიის წარმომადგენლებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

“ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ეწერა კომპანიის განცხადებაში.
 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img