ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკა დასრულდა – “ამოიღეს ძველი ტელეფონები, რომელიც არ ირთვება, ასევე ამოიღეს “ფლეშკები”, რომლებიც ჩემი შვილებისაა”

Published:

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები – “რუსებო”; “მონებო”.

როგორც ჟორჟოლიანმა თქვა, ჩხრეკის განჩინება პროკურატურას პირველ აპრილს ჰქონდა გაცემული, თუმცა ამ დრომდე ელოდებოდნენ “მომენტს” მის სახლში შესასსვლელად. 

“რომ მიხვდი რომ ტელეფონის წართმევას აპირებდნენ, მე თვითონ მივეცი, რადგან საბა იყოს სახლში და არ მინდოდა ამისთვის ეყურებინა. პირველი სერიოზული რეაქცია რაც ჰქონდა, ეს იყო რომ ლაივში ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუს-ის ეზპიზოდი, რადგან პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუს-ი მეთვალყურეობას უწევდა. ეს ძალიან საინტერესო იყო, რადგან თქვენ იცით, რომ ნდობის ფაქტორები მანდ სისტემაში, ხომ იცით მორყეულია. “ოცნება” სისტემურად ერთმანეთს არ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალაუფლება ირაკლი კობახიძის ხელში გადავიდა. პროკურატურა რომ დადიოდა, სუს-ის ეუბნებოდა, რა უნდა ექნა. ერთ-ერთი კეპიანი სუს-ის თანმშრომელი პირდაპირ ეთერში იღებდა მინიშნებებს, პროკურატურაც ამის მიხედვით მოძრაობდა, უფრო მესიჯებით კონტაქტობდნენ. ისეთი ძველი ტელეფონები ამოიღეს, რომელიც არ ირთვება. ასევე ამოიღეს “ფლეშკები”, რომლებიც ჩემი შვილებისაა.”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის” ეთერში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img