ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
დაღუპულები შუახნის კაცი და ქალი არიან. გამოცემის ცნობით, მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, კაცმა ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ქალს ჭრილობა გულ–მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მეზობლები განმარტავენ, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.