სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე გამართულ 1-ელი მაისის მარშზე 407 პირი დააკავეს

Published:

სტამბოლში, 1 მაისს პროფკავშირებმა, პროფესიულმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შრომისა და სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მარში გამართეს, სადაც პოლიციამ 400-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავა — ამის შესახებ Reuters გვაცნობებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიამის განაცხადებით, პოლიციამ ჯამში 409 ადამიანი დააკავა, მათ შორის 407 სტამბულში. მისი თქმით, საპროტესტო აქციებში, რომელიც 78 პროვინციაში გაიმართა, ჯამში 286 584 ადამიანი მონაწილეობდა.

France 24 ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში 50 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, აქციისთვის ხელის შეშლის მოტივით კი მეტრო, ავტობუსები და ბორანი დაიხურეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ვხედავთ — ძალის გამოყენებით პოლიცია როგორ აკავებს მომიტინგეებს და ავტობუსებში ათავსებს. ადგილზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის და სპეცრაზმის მანქანები. მათივე ცნობით, პოლიცია მედიის წარმომადგენლებს ადამიანების დაკავების პროცესის გადაღების საშუალებას არ აძლევდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა, სამართალდამცავების მიერ ბარიერებით შემოსაზღვრულ ტაქსიმისა და გეზის პარკებში შესვლა სცადეს.

1977 წელს ტაქსიმის მოედანზე პირველი მაისის დემონსტრაციებზე 34 ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ამ მოედანზე დემონსტრაციები 2013 წლიდან აკრძალულია. ყოველწლიურად ეს ადგილი რამდენიმე დღით ლითონის ბარიერებით იღობება და დიდი საპოლიციო მობილიზებაა. France 24-ის ინფორმაციით, 2024 წელს პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე აქციის გამართვისთვის 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, 30 აპრილს უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა თურქეთის მთავრობას მოუწოდა, ტაქსიმზე დემონსტრაციის გამართვის აკრძალვა გაეუქმებინა.

“ტაქსიმის მოედანზე პირველი მაისის აღნიშვნების შეზღუდვები ეფუძნება სრულიად ყალბი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფუძვლებს და… სასწრაფოდ უნდა მოიხსნას,” — თქვა დინუშიკა დისანაიაკემ, Amnesty-ის ევროპის წარმოამდგენელმა.

შეგახსენებთ, თურქეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 მარტს თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა და პატიმრობა შეუფარდა.

თურქეთში დარბევის შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს- აქედან 9 ჟურნალისტია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img