საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია გულშემატკივრებს მიმართავს.
ის ხალხს 8 მაისს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. მინდა, ვუსურვო წარმატება მათ და მინდა გთხოვოთ, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ყველამ ჩვენს ნაკრებს, ვისაც საშუალება ექნება, თამაშზე დაესწროს. დისტანციურად ვისაც მოგვიწევს ყურება, აუცილებლად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. წარმატებები ბიჭებს, გამარჯვებისკენ“, – აღნიშნავს გურამ კაშია.