დმანისის ციტადელის სათვალთვალო კოშკს ვკარგავთ — მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის

Published:

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის განცხადებას ავრცელებს, სადაც დმანისის ციტადელთან სათვალთვალო კოშკი მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი და მოძრაობა ყველა შესაბამის ორგანიზაციას თუ პასუხისმგებელ პირს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

მოძრაობის ხელმძღვანელის, ნინო ბურჭულაძეს განცხადებით, ციტადელზე ქვის ჩამოშლის პროცესია დაწყებული, საკონსერვაციო ფენა მოშლილია და წყალი პირდაპირ კედლებში ჩაედინება. მისივე ცნობით, ადგილზე არც ჯებირებია დამონტაჟებული, რომელიც მნახველების უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს.

“გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ დმანისის ციტადელზე მიმდინარე პროცესების გამო. დმანისის ნაქალაქარი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს, წლების განმავლობაში ასევე ერთ-ერთ ყველაზე მოუვლელ ძეგლად რჩება

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დმანისის ციტადელზე, სადაც ქვის ჩამოშლა უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა.

სრულად ჩამოშლის საფრთხე ემუქრება შიდა ციხის ბურჯში მოწყობილ სათვალთვალო კოშკს, რომელიც ისე არის დაზიანებული რომ ფაქტობრივად იშლება.

საკონსერვაციო ფენა მოშლილია შიდა ციხის პირველ კოშკზეც(ციხის უმაღლესი წერტილი) რის გამოც წყალი წლების განმავლობაში პირდაპირ კედლებში ჩაედინება და მის დახეთქვა- გაბზარვას იწვევს.

მიუხედავად იმისა რომ ზაფხულის პერიოდში დმანისის ციტადელი დამთვალიერებლების ნაკლებობას არ განიცდის , განსაკუთრებით მოსწავლე -ახალგაზრდების. ციხის მაღალ ნაწილებში დღემდე არ არის დამონტაჟებული უსაფრთხოების მოაჯირები, რამაც ძეგლის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილება უნდა უზრუნველყოს,” — ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ბურჭულაძემ განცხადებაში შესაბამისს ორგანოებს მიმართავს და დროულ რეაგირებას სთხოვს, რათა სხვა მომიჯნავე კედლებზეც არ გავრცელდეს ზიანი და ამან, ციტადელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს.

“გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ კულტურის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს — დროულად მოხდეს სპეციალისტების მიერ ბურჯის სათვალთვალო კოშკის რისკების შეფასება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების დაწყების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვის ჩამოშლის პროცესი მომიჯნავე კედლებზეც გავრცელდეს და კიდევ უფრო დაამძიმოს ციტადელის მდგომარეობა,” — განაცხადა მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img