ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობას ტოვებს

Published:

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.

„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად”, – წერს ჩიქოვანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img