გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში პოლიციელი დაჭრეს

Published:

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამით, სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ მოხდა.

მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციის თანამშრომელია, თუმცა რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img