აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ონში, ბააზოვის ქ. №1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და დეტალურად მათ საჭიროებებს გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ონში, ბააზოვის ქ. №1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დროულად გადავჭრათ მათ წინაშე არსებული პრობლემები და გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები”, – განაცხადა დავით ფაცაციამ.