საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კარპატოსის მახლობლად, ხმელთაშუა ზღვაში 35 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა ეგვიპტეშიც.
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
მსხვერპლის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა.
საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.