5 ივლისს თბილისი სპორტული დღესასწაულის ცენტრი გახდება – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებს შორის გაიმართება მნიშვნელოვანი თამაში, რადგან საკუთარ მინდორზე პირველად უნდა ეთამაშონ „ბორჯღალოსნები“ „სამყურებს“.
მატჩის დაწყებამდე, სტადიონის გარე სივრცეში, ტრადიციულად გაიხსნება ფანზონა. რაგბის გულშემატკივრებს დატვირთული დღე ელოდებათ – სახალისო აქტივობები, გემრიელი კერძები და სასმელები. იქვე შესაძლებელი იქნება რაგბის ნაკრების ოფიციალური ატრიბუტიკის შეძენა, რათა მაყურებელი თამაშს სრული შემართებით დახვდეს.
ეს დღე დადებითი ემოციებისა და ერთობის დღე იქნება. მოდი სტადიონზე, დაესწარი იმ თამაშს, რომლის შესახებაც მომავალში შენ მოუყვები სხვებს.
ბილეთები უკვე იყიდება, გამოიყენე ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები!