ზურაბ ჯაფარიძე – ალბათ პატიმრობას მომისჯიან

Published:

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერმა ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ. 

“ვფიქრობ, ოქრუაშვილის გზას გაიყენებენ. არ მგონია, ფიქრობდნენ, რომ 20 ათასი თუ არ მივიტანე, 40 ათასს მივიტან, ამიტომ ველოდები, რომ უფრო მკაცრ ზომას მიიღებენ და სავარაუდოდ, იქნება აღკვეთის ღონისძიების ცვლილება და ალბათ პატიმრობას მომისჯიან. კლოუნადაა თავიდან ბოლომდე, რომლის შინაარსიც არის, რომ აიძულონ პოლიტიკოსები, რომ რაღაცნაირად, ირიბად მისცენ ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს და იმ კომისიას რაც არის გასაკეთებელი, ჩემი აზრით. ამ მასკარადში მონაწილეობა პრინციპულად არ უნდა მიიღო, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img