რუსეთისა და აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ინვესტორების უფლებებისა და კაპიტალის დაცვა, და მხარეები მოიძიებენ მისთვის საჭირო ფორმებს – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა TACC-თან ინტერვიუში.
მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი გადახედავენ საინვესტიციო შეთანხმებას. მისი თქმით, უზრუნველყოფილი იქნება ორმხრივი ინტერესების ბალანსი, მათ შორის – მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესები.
„რაც შეეხება საინვესტიციო შეთანხმებას, ნებისმიერი საგარეო ინვესტიცია დაცული უნდა იყოს. ჩვენსა და აფხაზეთს შორის 90-იანი წლებიდან მოქმედებს შეთანხმება ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებების დაცვის შესახებ. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, ასევე ორმხრივი სამთავრობათაშორისი შეთანხმებების ფარგლებში ცალკეულ პროექტებზე, რესპუბლიკაში ხორციელდება რამდენიმე მსხვილი და სიმბოლური პროექტი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ განხორციელებულა – და ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო კაპიტალი, არამედ კერძო ინვესტიციებიც,“ – განაცხადა ვოლვაჩმა.