საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკუსორ დენს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„რუმინელი ხალხი ფეხზე დადგა დემოკრატიისა და ევროპისთვის. გარე ჩარევის მიუხედავად, მათი ხმა ნათელი და მტკიცე იყო. ვულოცავ რუმინეთს და ნიკუსორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა.