აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა გავიდესრუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან, თუ პროგრესი მიღწეული არ იქნება. იუწყება CNN
ტრამპის თქმით, მან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, ჰკითხა, როდის შეწყვეტდა ის „სისხლისღვრას“ უკრაინაში.
„მე ვკითხე: „როდის შევაჩერებთ ამ სისხლისღვრას, ამ ხოცვა-ჟლეტას?“ ეს ხოცვა-ჟლეტაა და მე მჯერა, რომ მას მისი შეჩერება სურს,“ – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ დაინახავს, რომ დახმარებას ვერ შეძლებს, მოლაპარაკებებიდან გავა. მან დასძინა, რომ საქმეში „ძალიან დიდი ეგოებია“ ჩართული.
„გეუბნებით, დიდი ეგოებია ჩართული, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც მოხდება. და თუ ეს არ მოხდება, მე უბრალოდ უკან დავიხევ და მათ გაგრძელება მოუწევთ,“ – განაცხადა ტრამპმა.
შეკითხვაზე, ითხოვა თუ არა მან პუტინთან შეხვედრა საუბრის დროს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ისაუბრა მასთან ამის შესახებ“.
გამოცემა დასძენს, რომ ტრამპმა ადრე მიანიშნა, რომ მას და პუტინს ომის დასასრულებლად პირდაპირი შეხვედრა მოუწევდათ.
„რა თქმა უნდა, მე ასეც მოვიქეცი. მე მასთან ამის შესახებ ვისაუბრე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბრის დროს „გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული“.