ქობულეთში სანაპირო ზოლზე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობა იგეგმება – გამარტივებულ შესყიდვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს.
გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას მერია ხსნის 10 მაისს ძლიერი ქარისა და შტორმის შედეგად სანაპირო ზოლზე არსებული გასახდელებისა და საშხაპეების დაზიანებას. შესყიდვა ამ ეტაპზე განხილვის ეტაპზეა.
„სტიქია წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტს გასახდელი საშხაპე კაბინების მარაგი აღარ გააჩნია“, – აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მერია აპირებს 20 ერთეული საშხაპე-გასახდელი კაბინის და 3 ერთეული ცხოველების საშხაპის შეძენას. შესყიდვის ჯამური ღირებულება 400 500 ლარს შეადგენს. მიწოდების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე.