პოლიციამ ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
დავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. მიკროავტობუსის გატაცების შემდეგ, გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.