ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

Published:

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მანამდე, ABC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე სროლა მოხდა და შესაძლოა, დიპლომატიური მისიის ორი წარმომადგენელი ყოფილიყო მოკლული.

„ამ საღამოს [ადგილობრივი დროით] ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.

„ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, – წერს ნოემი.

მან ასევე პირობა დადო, რომ თავდამსხმელი მართლმსაჯულების წინაშე აუცილებალდ წარდგება. NBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

გავრცელებული ცნობით, დაკავებისას ის სკანდირებდა „თავისუფლება პალესტინას!“

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, დენი დანონმა, სოციალურ ქსელში თავდასხმა ანტისემიტური ტერორიზმის საზიზღარ აქტად შეაფასა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img