სომხეთში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა

Published:

სომხეთის გეღარქუნიკის რეგიონის ქალაქ ჩამბარაკში მომხდარი აფეთქების შემდეგ ნანგრევების ქვეშ სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ოთხშაბათს, დაახლოებით დილის 8 საათზე, ჩამბარაკში, ტიგრან მეცის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაზის აფეთქება მოხდა, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია.

მე-4, მე-3 და მე-2 სართულებზე მდებარე ბინები ჩამოინგრა. ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა მეზობელ სადარბაზოში მდებარე რამდენიმე ბინები.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 11 დაშავებულის შესახებ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img