საბერძნეთში, დათვმა ტურისტი დაახლოებით 800 მეტრის სიმაღლიდან გადააგდო.
მაშველებმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი ტყეში მეგობართან და ძაღლთან ერთად იყო და დაახლოებით 70 წლის წინ ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის დასათვალიერებლად მიემართებოდა, როდესაც გზაში დათვი შეხვდათ. როგორც გარდაცვლილის მეგობარმა განაცხადა, დათვი პირველად მისკენ გაიწია და მან ცხოველს წიწაკის სპრეი შეასხა, რის შემდეგაც დათვმა მისი მეგობარი კლდიდან გადააგდო.
ბერძნული ბუნების დაცვის ორგანიზაციის თანამშრომელმა, დათვის ქცევაზე საუბრისას, ივარაუდა, რომ ცხოველი თავს იცავდა.
“ეს უფრო თავდაცვითი ქცევაა, ვიდრე თავდასხმა. დათვი ცდილობს მოიშოროს ის, რასაც საფრთხედ მიიჩნევს”, – განმარტა ექსპერტმა.