ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

Published:

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ზურა ჯაფარიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო – დაცვის მხარეს საქმის გადადება არ სურდა, თუმცა მოსამართლემ სხდომა 23 ივნისისთვის გადადო. 

დღეს ზურა ჯაფარიძე საკუთარ სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნა 8 პირის მიმართ არის დაწყებული, მათგან 4 მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებას რუსთავის ციხეში ელოდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img