ისრაელმა თეირანში არსებული სამიზნეები დაბომბა

Published:

სრაელის ავიაციას ბოლო ორ საათზე მეტია ახალი დარტყმები მიაქვს თეირანის რაიონში  არსებულ სამიზნეებზე.  

ისრაელის არმიამ რამდენიმე საათის წინ X-ზე სპარსულ ენაზე გამოაცხადა დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ.

მანამდე მან თეირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რაიონის მაცხოვრებლების ევაკუაციისკენ მოუწოდა.

Reuters-ის ცნობით, ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ ისრაელის თვითმფრინავები ჰოჯირის სამხედრო ბაზაზე მდებარე სარაკეტო ქარხანას ესხმიან თავს, რომელზეც მათ უკვე გასული წლის ოქტომბერში მიიტანეს  იერიში.

Reuters-მა  ასევე გაავრცელა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოკადრი, რომელიც ასახავს თეირანში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ გაჩენილ ხანძარს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img