Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაადვოკატის მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ინოვაციური, ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

ადვოკატის მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ინოვაციური, ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ინოვაციური, ელექტრონული პორტალი შექმნა და ამოქმედდა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრონული პორტალი პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნის მიზნით შეიქმნა.

ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი ნებაყოფლობითია, შესაბამისად, პარალელურად არსებული სტანდარტულ პროცედურაც იმოქმედებს.

ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს მეტ კომფორტს შეუქმნის და შესაძლებლობას მისცემს საკუთარი შეხვედრების კალენდარი მართონ, აღნიშნული პორტალის ეფექტიანად გამოყენება, ე.წ. ცოცხალ რიგს განტვირთავს, რაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალი წელია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციამ ელექტრონული ჯავშნის ინოვაციური პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური დახმარებით შექმნა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები