Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაალექსანდრე რაქვიაშვილი - ქვეყანაში პოლარიზაციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უწყობენ ხელს

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ქვეყანაში პოლარიზაციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უწყობენ ხელს

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ უწყობენ ხელს.

რაქვიაშვილის შეფასებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია სწორედ მათ მიმართ გზავნილია.

„ამ რეზოლუციას აკლია ის, რომ პოლარიზაციის დასრულება შინაარსობრივად ნიშნავს ძალაუფლების დათმობას და პოლიტიკიდან გასვლას, რადგან ეს ორი პარტია ერთმანეთის ლანძღვის გარდა, არაფერს აკეთებს. მეტი არც არაფერი იციან. ამომრჩეველს მათი შინაარსობრივი დებატები არ უნახავს. ერთმანეთის ლანძღვა რომ შეწყვიტონ, სალაპარაკო არ ექნებათ, ამ პროცესში ჩვენ კი გავიმარჯვებთ. ევრორეკომენდაციები რომ სრულდებოდეს, გეგმა უნდა იყოს, შემოდგომაზე რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას და გაზაფხულზე – რა. ნელ-ნელა, რამდენიმე წელში ისეთ სისტემას ავაწყობთ, რაც ევროპასთან თავსებადი იქნება, მაგრამ ახლა ამის მზაობაც არ ჩანს. ჯერ არ იკვეთება სურვილი, რომ დაპირისპირებულ მხარეებს დეპოლარიზაცია უნდათ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მატს იმყოფებოდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები