Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაანა დოლიძე სალომე ზურაბიშვილს - "მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა ჩამოერთვას "ღირსების ორდენი"

ანა დოლიძე სალომე ზურაბიშვილს – “მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა ჩამოერთვას “ღირსების ორდენი”

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერი, ანა დოლიძე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მუწოდებს, რომ სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს ,,ღირსების ორდენი’’ ჩამოართვას.

მისი თქმით, პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს დროა ნამდვილი ღირსება შესძინონ.

’’გუშინდელ შეკრებაზე ოპერაში: მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს ,,ღირსების ორდენი’’. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის.“ – წერს ანა დოლიძე

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები