პრემიერის წლიური ანგარიში – დოკუმენტში საუბარია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ირკვევა, რომ არცერთი ინვესტორი მმართველი პარტიის შეთავაზებით არ დაინტერესდა. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვადა ინვესტორების მოსაძებნად კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. მთავრობა ინვესტორს ეძებს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ პორტის მიმართ რუსებს აქვთ ინტერესი.
51%-ის მქონე საქართველოს მთავრობას ყოველთვის შეუძლია წილი მიჰყიდოს სხვას და არც ის არის გამორიცხული, რომ გაორმაგებულ ფასად იგივე ჩინური ან სხვა აზიური კომპანიებიდან, წილი შეიძინოს რუსეთმა, ამიტომ დროის დაწყების ეს ფორმა ნიშნავს, ეძებენ სასურველ კომბინაციას ისე, რომ საქართველოში მძლავრი დასავლური კომპანია არ შემოვიდეს ანაკლიაში” – აცხადებს რომან გოცირიძე.
პარტია “საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ რთულია ინვესტორი ენდოს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც გადამგდების სახელი აქვს:
ძალიან რთულია, დაარწმუნო პოტენციური პარტნიორები, რომ შენ, სახელმწიფო, რომელიც ფლობ ფაქტობრივად პორტის ნახევარს, ხარ სანდო პარტნიორი, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ამ მთავრობას, რომელიც კერძო ინვესტიციაში უნდა იყო მთავარი პარტნიორი , აქვს გადამგდები ხელისუფლების სტატუსი.
ანუ მე რომ მქონდეს დიდძალი რესურსი და მინდოდეს პორტის აშენება, ვერ ჩავდებ ფულს და ვერ დავუპარტნიორდები იმ ხელისუფლებას, რომელიც შეიძლება დღედღეზე დაასანქცირონ, ან პირობითად სტრატეგიულად ქვეყანა წაიყვანოს არ დასავლეთის და ევროკავშირისკენ, არამედ რუსეთისკენ” – აღნიშნავს ბექა ლილუაშვილი.