Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოანალენა ბერბოკი-"ვმუშაობთ,რომ უკრაინამ ყველაზე თანამედროვე იარაღი მიიღოს"

ანალენა ბერბოკი-“ვმუშაობთ,რომ უკრაინამ ყველაზე თანამედროვე იარაღი მიიღოს”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ, რათა უკრაინამ ყველაზე თანამედროვე იარაღი მიიღოს.

“ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რაც უკვე მივაწოდეთ, რამდენიმე დღეში დავიწყებთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას, ვასწავლით თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენებას. ვმუშაობთ გერმანელ მწარმოებლებთან, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაზე თანამედროვე იარაღი და შეძლოს საკუთარი ქალაქების დაცვა შემდგომი თავდასხმებისგან”, – განაცხადა ბერბოკმა კიევში პრესკონფერენციის დროს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები