Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკააპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.8% იყო.

“2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა რამდენიმე დარგში როგორიცაა: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში დაფიქსირდა.”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

აპრილის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის (დღგ-ის გადამხდელი კომპანიების) ბრუნვამ 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.

ეკონომიკურ ზრდაზე 32.8%-ით დადებითი გავლენა გაზრდილმა ექსპორტმა მოახდინა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები