აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის აგრესიისგან.
I have authorized $100 million in additional U.S. arms, equipment, and supplies for Ukraine to reinforce its defenses against Russia’s senseless war of choice. We stand #UnitedwithUkraine.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) May 19, 2022