დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში გარკვეულ პროგრესს აღწევს.
”ვშიშობ, რომ პუტინი,ნებისმიერ ფასად საკუთარი თავსისთვის და რუსი სამხედროების ხარჯზე, გააგრძელებს დონბასში მიწების მითვისებას. ის კვლავ გააგრძელებს ეტაპობრივად, ნელა, მაგრამ ვშიშობ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესით, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაუჭერა სამხედრო გზით“. -აღნიშნა მან Bloomberg TV-სთან ინტერვიუში და უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდებას მიემხრო.
ჯონსონმა პუტინი ნიანგსაც შეადარა. “როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ნიანგს, როცა ის შენს მარცხენა ფეხს ჭამს? ეს კაცი სრულებით არ არის სანდოა”. – თქვა ჯონსონმა.